პროექტის შესახებ

ახალი ეტაპი ქართული ფეხბურთის ისტორიაში

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხედვაა, ფეხბურთის განვითარებისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის ნაბიჯების გადაგმით, 2026 წელს მივიღოთ მომავლის ნაკრები!

ამისათვის, ჩვენ გვჭირდება ოცნების გუნდი, დაკომპლექტებული 11 ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშით, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის კაპიტნობით, მიაღწევს დასახულ მიზანს.

მოთამაშეები არიან:

მოხალისეები, მსაჯები, სახელმწიფო მასობრივი ფეხბურთი, მწვრთნელები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ეროვნული ლიგა, მედია, ბიზნეს-სექტორი, გულშემატკივრები და ბავშვთა ფეხბურთი 

ლევან კობიაშვილი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი

მოგესალმებით,

მე არაერთხელ მითქვამს, რომ წარმატების მისაღწევად ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდურობაა და მჯერა, მხოლოდ ერთობლივი კოორდინირებული მუშაობითაა შესაძლებელი ქართული ფეხბურთის განვითარება! ეს პროგრამა შექმნილია ყველასთვის, ვისაც სურს ქართული ფეხბურთის განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანა

სწორედ ესაა ჩვენი გეგმა, ეს ხართ თქვენ ! აქ უნდა იპოვოთ თითოეულმა თქვენგანმა საკუთარი თავი, თუკი ქართული ფეხბურთის განვითარება გვინდა.

თქვენ, თითოეული მოთამაშე ხართ ძალიან მნიშვნელოვანი ძალა ჩვენი გუნდის წარმატებისთვის, ხოლო თქვენი კონტრიბუციის გარეშე წარმოუდგენელია მიზნის მიღწევა.

იპოვეთ საკუთარი თავი ოცნების გუნდში, ჩაერთეთ აქტიურად ქართული ფეხბურთის უკეთესი მომავლისათვის და მჯერა, რომ ჩვენ გუნდური მუშაობის პრინციპით 2026 წელს ერთად ვუგულშემატკივროთ მომავლის ნაკრებს!

სიახლეები

ახალი ამბები პროექტის შესახებ

bavshv

ბავშვთა ფეხბურთი

პროფესიული ფეხბურთის განვითარება რომ ბავშვთა ფეხბურთიდან იწყება, ეს საყოველთაოდ ცნობილია. ჩვენი საზოგადოებისათვის ერთერთ ყველაზე პრობლემატურ საკითხად სწორედ ბავშვთა ფეხბურთი რჩება, რომელზეც განსაკუთრებით ღელავენ. იმისათვის, რომ მოხდეს მომავალი თაობების სწორი განვითარება და მათი ტალანტისა და ნიჭის არდაკარგვა, ყველაზე მოშორებულ სოფელშიც კი რომ ვიპოვოთ ნიჭიერი ბავშვი, ამისკენაა მოწოდებული ჩვენი სტრატეგია, რომელიც ბავშვთა ფეხბურთს ერთერთ საყრდენ მოთამაშედ განიხილავს.…

gulsh

გულშემატკივრები

პროფესიული ფეხბურთის განვითარება, მასში გულშემატკივრის ჩართულობის გარეშე არაჯანსაღი პროცესია – გულშემატკივარი ნებისმიერი კლუბის ცხოვრებაში, არის იმის პირველი გარანტი, რომ ამ კლუბის თუ ნაკრები გუნდის ღირებულბები და პრინციპები დაცული იქნება. გვაქვს მაგალითები, სადაც კლუბებს ფან-ორგანიზაციები და მათ მიერ არჩეული საბჭოები მართავენ. „ფეხბურთი ფანების გარეშე – არაფერია!“ ნათქვამი აქვს ცნობილ შოტლანდიელ მწვრთნელს – ბილ შენკლის და მართლაც…

bisnes

ბიზნეს სექტორი

მოკლედ ვიტყვი – ფეხბურთის კომერციალიზაცია! ფეხბურთის, როგორც კომერციული პროდუქტის შექმნა და მისი გაყიდვა – ეს უნდა იყოს ყველა ჩართული პირის მიზანი. შესაბამისად, ბიზნეს-სექტორი განსაკუთრებულ როლს თამაშობს ფეხბურთის განვითარებაში. მათი ჩართულობა არის იმის დადასტურება და შესაბამისად, იმედიც, რომ ამ ქვეყანაში ფეხბურთი სწორად განვითარდება. როდესაც ვსაუბრობთ შორსმიმავალ გეგმებზე, გრძელვადიან და რეალურ პერსპექტივებზე, სარგებელზე, წარმოუდგენელია არ მოვიაზროთ ძლიერი…