სახელმწიფო

სახელმწიფო, რომელიც სპორტსა და ჯანსაღი ცხოვრების წესს პრიორიტეტად აცხადებს არის უდიდესი ძალა ჩვენი ორგანიზაციისთვის.

მხარდაჭერა, რომელსაც დღეს ჩვენ ვგრძნობთ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წარმატებისთვის და მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ამისთვის მათ.

მოხარული ვარ, რომ სახელმწიფოს ზუსტად ესმის ფეხბურთის არამხოლოდ სპორტული, არამედ სოციალური მნიშვნელობაც. ფეხბურთის მასობრიობის დაკვეთაც სწორედ სახელმწიფოსგან მოდის და ამ მიზნის მისაღწევად  ფეხბურთში სხვადასხვა ადამიანის ჩართვა, წარმოუდგენელია მათ გარეშე.

მხარდაჭერა ასევე მნიშვნელოვანია ერთერთი ყველაზე საჭირბოროტო საკითხის, ინფრასტრუქტურის თვალსაზრისითაც.  ჩვენი სურვილია, რომ ეს გაგრძელდეს და ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების აქტიურობამ, მოგვცეს იმის შესაძლებლობა, რომ ერთად მივაღწიოთ ქვეყნის პრიორიტეტს – მეტი ჩართული ადამიანი  სპორტში.

 

-ლევან კობიაშვილი