დაიწყე სწავლა ჩვენთან, გახდი React დეველოპერი

აირჩიე პროფესიული გადამზადების სრული კურსი, ისწავლე ახალი ტექნოლოგიები, გაიუმჯობესე სასაუბრო ინგლისური და მოემზადე საერთაშორისო ბაზარზე შენი პირველი ინტერვიუსთვის

დარეგისტრირდი კურსზე

პროფესიული გადამზადება

აითვისე პროფესია ერთი სრული კურსის განმავლობაში, საფუძვლიანი სწავლების მეთოდისა და მრავალფეროვანი სასწავლო მასალების გამოყენებით

მენტორშიფი

ლექციაზე კვირაში 3-ჯერ შევხვდებით, თუმცა, ჩვენი მენტორები მუდამ მზად არიან შენს დასახმარებლად

სამუშაო გამოცდილება

თამაშად ქცეული სასწავლო პროცესი, საშუალებას მოგცემთ, თავი ნამდვილ სამსახურში იგრძნოთ.

ინტერვიუსთვის მოემზადება

მოემზადე შენი პირველი სამუშაო ინტერვიუს ყველა კომპონენტში.

24/7 სამუშაო სივრცე

ისწავლე და იმუშავე ერთ სივრცეში, “ნოვატორის” მენტორებთან ერთად

ინგლისური ენის ტრენერი

გაიუმჯობესე სასაუბრო ინგლისური, რაც საერთაშორისო კომპანიებში ინტერვიუზე გასვლის საშუალებას მოგცემს.

ჩვენს შესახებ

ნოვატორში ვასწავლით პროგრამირებას, დიზაინს და სხვა ციფრულ პროფესიებს. ჩვენ გთავაზობთ პროფესიონალი მენტორებით სავსე სივრცეს და თამაშად ქცეულ სასწავლო პროცესს.

ჩვენი კურსი საშუალებას მოგცემს სრულყოფილად აითვისო ახალი პროფესია და მასთან დაკავშირებული უნარები, გაიუმჯობესო სასაუბრო ინგლისური და ყველა კომპონენტში მოემზადო შენი პირველი გასაუბრებისთვის.

video-cover-thumbnail
ნოვატორის მენტორები

შეხვდი მენტორს

თუ ჯერ კიდევ გაქვს უპასუხო შეკითხვები პროფესიული გადაწყვეტილების მიღების, ან კურსის არჩევის წინ, ან გინდა, ზუსტად იცოდე, რამდენად სწორია შენი მოლოდინები, ჩანიშნე შეხვედრა და გაიცანი შენი მენტორი.

პირადი გამოცდილებითა და შენი საჭიროებების მოსმენის გზით, მენტორისგან რეკომენდაციებსაც მიიღებ და საჭირო პასუხებსაც იპოვი. შემდეგ კი, თვითონ გადაწყვეტ, რომელი კურსი გჭირდება.

შეხვედრის ჩანიშვნა

მოდი ღია კარის დღეზე

10 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით ნოვატორში ღია კარის დღეები გვაქვს. შეავსე აპლიკაცია, მოდი ნოვატორის ოფისში და გაიცანი UI/UX დიზაინის ან ვებსაიტების დეველოფმენთის მენტორი

რეგისტრაცია
ყვითელ მაისურიანი ტიპი

ჩვენი კურსები

მიშოს რეაქტის კურსი

REACT FRONTEND დეველოპერი

მიშა ფაილოძე

React Frontend ტექნოლოგიებზე სპეციალიზირებული პროგრამირების კურსი.

7 თვე • 79 ლექცია • 6000₾

გიოს დიზაინის კურსი

UI/UX დიზაინერი

გიორგი მათიაშვილი

მომავლის ინდუსტრიებზე მორგებული ციფრული პროდუქტის დიზაინის კურსი

5 თვე • 60 ლექცია • 3300₾

აკას ვორდპრესის კურსი

ვებსაიტების დეველოპერი

აკა ფაილოძე

კოდის გარეშე პროფესიონალური ვებსაიტების დეველოფმენთის სრული კურსი

5 თვე • 60 ლექცია • 3300₾

ხშირად დასმული კითხვები

რატომ არის ნოვატორის კურსები ბევრად ხანგრძლივი სხვებთან შედარებით?

ნოვატორის ყველა კურსის დანიშნულება პროფესიული მომზადება ან გადამზადებაა. იმისათვის, რომ ხარისხიანად დაეუფლო ახალ პროფესიას, ცხადია, რომ ამისათვის 1-2 თვე საკმარისი ვერ იქნება

რა არის საშუალო ანაზღაურება ციფრულ ინდუსტრიაში?

ციფრული ინდუსტრია ერთერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად სფეროდ ითვლება მთელ მსოფლიოში. ტალანტები ქართულ ბაზარზე, 1,000-დან 20,000 ლარამდე გამოიმუშავებენ, გამოცდილების შესაბამისად. სტატისტიკურად, 2-წლიანი კარიერის შემდეგ, შემოსავალი 5-7 ათას ლარს უტოლდება; ხოლო ამერიკისა და ევროპის დასაქმების ბაზარზე, ქართველი ტალანტების ანაზღაურება 20,000 დოლარსაც აღწევს.

შევძლებ თუ არა დისტანციურად სწავლას?

აბსოლუტურად ყველა შეხვედრა ონლაინ რეჟიმში ჩატარდება. ასევე, ფიზიკურ შეხვედრებში ონლაინ ჩართვა შეგეძლება, თუკი ადგილზე მოსვლას ვერ შეძლებ. გარდა ამისა, ყველა შეხვედრა ჩაიწერება და ჩვენს ვებგვერდზე განთავსდება.

არის თუ არა საჭირო დიპლომი სამსახურის დასაწყებად?

არა თუ მცირე და საშუალო ბიზნესები, არამედ ტექნოლოგიური გიგანტებიც კი, როგორებიც არიან Apple და Google, გასაუბრებაზე დიპლომს არ ითხოვენ.

დამეხმარებით თუ არა პირველი სამსახურის პოვნაში?

1. მენტორი ინტერვიუზე გასასვლელად საჭირო ყველა კომპონენტში მოგამზადებს 2. ინგლისური ენის შეხვედრებზე, სასაუბრო უნარებს გაიუმჯობესებ 3. მოამზადებ 5 სხვადასხვა პროექტს შენი პორტფელისთვის 4. კურსის ბოლოს, პროფესიული მენტორი და HR სპეციალისტი დაგეხმარებიან, მოამზადო CV და Linkedin პროფილი, ახალი სამუშაო ადგილის მოძებნის ეფექტიანი სტარტისთვის 5. ნოვატორის სტუდენტები, სურვილისამებრ, გაერთიანდებიან სხვადასხვა სტარტაპ იდეის გარშემო, რაც საშუალებას მოგცემს, მიიღო გუნდურად მუშაობის გამოცდილება რეალურ პროექტში. Სამსახურის პოვნის წინაპირობა პირადი ცოდნა და თავდაჯერებაა, ჩვენ კი, გაგიწევთ რეკომენდაციას “ნოვატორის” მეგობარ კომპანიებში, გასწავლით ამერიკულ და ევროპულ შრომით ბაზრებზე სამსახურის მოძიების ტექნიკებს, რაც მყარ საფუძველს შეგიქმნით, რომ გახდეთ დამოუკიდებელი პროფესიონალები.

რა ცოდნაა საჭირო ნოვატორში სწავლის დასაწყებად?

Სწავლის დასაწყებად წინაპირობები არ გვაქვს, რადგან ჩვენი ყველა კურსი პროფესიულ მომზადებაზე არის ორიენტირებული. ახალი პროფესიის ათვისება კი, ჩვენთვის, მისი საფუძვლების ხარისხიან შესწავლას ნიშნავს. ამიტომაც, “ნოვატორის” რჩევაა, მენტორის მიერ ახსნილ საკითხს კარგადაც რომ იცნობდე, იფიქრე, ამჯერად, შანსი გაქვს, ახლებურად შეხედო მას.

ცოდნის დამადასტურებელ ცნობას თუ გასცემთ?

Რა თქმა უნდა! კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, გაიცემა სერთიფიკატი, როგორც ბეჭდურ, ისე ციფრულ ფორმატში, რომელიც ჩვენს ვებგვერდეც იქნება ხელმისაწვდომი.

დარეგისტრირდი კურსზე