foto

. 4D MONSTER LOBSTERS .

ქართული ინდი ჯგუფი 4D Monster Lobsters 2019 წელს შეიქმნა და იმავე წელს გაიმარჯვა Tbilisi Open Air-ის კონკურსში Newcomers 2019.
მას მერე ბენდის წევრებიც, ხასიათიცა და ჟღერადობაც არაერთხელ შეიცვალა. 2019 წელს მათ გამოუშვეს პირველი ალბომი - Solitary Days of Alien Abduction; 2020 წელს კი კიდევ უფრო სხვანაირი ალბომი - ERTOBA & GARTOBA.
ინდიროკსა და ფსიქოდელიურ პოპს შორის დაჭერილი კონკრეტული სახასიათო მუსიკა, რომელიც, ალბათ, კიდევ რაღაც სხვაც არის. „რაღაც კოლორიტული“ ბენდისთვის აღმოჩნდა ქართული კინემატოგრაფია, რაც ნამეტნავად ჩანს კონკრეტულ კომპოზიციაში - NAMETNAVAD.
ჩვენი ღრმა პატივიცემა ელდარ შენგელაიას, რეზო გაბრიაძეს და მათ "შერეკილებს", რომლის რამდენიმე კადრს და ფრაზას ვიყენებთ ამ მუსიკალურ ვიდეოში. „რაღაც კოლორიტულის“ ძებნის ვნებამ 4D Monster Lobsters მიიყვანა Tamada-სთან კოლაბორაციამდე - VNEBA. ცოტახნით MGMT-ის მუსიკალურ ინსტრუმენტებში სინთეზატორის როლი დოლ-გარმონმა რომ შეცვალოს, რაღაც მსგავსი სიზმრისეული ინსტრუმენტალი და ლირიკა, რომელსაც ავი მუსაიფის ვიდეორგოლი ყველაზე სწორ ვიზუალიზაციას აძლევს.
ტრფიალით დაბნედილს თვალები სულ მეხუჭება, ღამეს თუ გავატან რიჟრაჟზე კვლავ მელანდება. უკანასკნელი ორი კომპოზიცია (RADIO 2002; DATES, ETC.) ბენდის თვალსაჩინო მცდელობაა კიდევ ერთი ახლებური ეტაპის დაწყებისა. CRANK IT UP LIKE ITS 2002! (ოღონდ აზრზე არ ვართ, 2002-ში რა ხდებოდა ამ მხრივ)




members

gigi sandrika beqa
gigi sarajishvili Sandro Pailodze Beqa Tevdorashvili



concerts

concerts 5 ნოემბერს 20:00-ზე ბაზარი ორბელიანზე გელოდებით VABSHE YVELAS..TAVISUFALI DASWREBA!
concerts გელოდებიტ 16 სექტემბერს ორბელიანის მოედანზე 20:00-ზე
conserts 9 August in BATUMI,forces united with TAMADA
concerts 11 ნოემბერს ჩვენი პირველი & most special ჰედლაინ ლაივი მონო ჰოლში

ამას რისთვის სჩადიან?-ცვლილებების დინამიკა, ბაიათებსა და ფსიქოდელიურ სიზმრებში საკუთარი მუსიკის ძიების პროცესი, ალბათ, შინაგანი კოლორიტის პოვნის მუღამია, საკუთარ თავთან დიალოგია

„ერთი და იგივე რაღაცებმაც“ არ ითამაშა ბოლო როლი - თავდაპირველად ბითლზისადმი სიყვარულს მოჰყვა ამერიკული პოპ-როკ ჯგუფი MGMT, The Strokes, ავსტრალიური Tame Impala, King Gizzard and the Lizard Wizard, რომელთა შთგონებითაც საბოლოოდ განისაზღვრა ჯგუფის ამჟამინდელი მიმართულებაც ფსიქოდელიური სინთი-პოპი. დიახ, ფსიქოდელია სულ სდევს ჯგუფის მუსიკას და ტექსტს, რა მიმართულებითაც (მუსიკალურიც იგულისხმება) არ უნდა წარიმართოს „საუბარი“.
მოკლედ, ბექამ და სანდრომ 2019 წლის დასაწყისში ერთად მუზიცირება და მცირე ალბომზე (უფრო „დემო კოლექციაზე“) Secret Missions-ზე მუშაობა დაიწყეს. (ამ ნამუშევრის „რემასტერინგი" ახლახან დასრულდა და უკვე ხელმისაწვდომია სტრიმინგ პლატფორმებზე).

იუთუბის არხზე საინტერესო ვიდეოებს და ცოცხალი გამოსვლების ამსახველ ვიდეოებს აღმოაჩენთ. მათ შორისაა Sofar sound Tbilisi ფარგლებში 2019 წლის თებერვალის ჩანაწერი, რომელიც შესრულდა Leno Records-ში. ამავე სტუდიაში, პანდემიის პერიოდში მიმდინარე ონლაინ კონცერტების სერიაში Leno Sessions, ლობსტერებმა სამჯერ მიიღეს მონაწილეობა. "ხშირად ეს საკუთარ თავთან დიალოგია. ამბები გამოგინილი პერსონაჟებით, რომელთა შორისაა სხავდასხვა (კოსმიური) ცხოველი: ლომვეშაპი, ჟირაფი, სპილო, კატა, თევზი..."-ამბობენ ისინი

C O N T A C T