მსაჯები

საფეხბურთო მოედნის ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურებს, წლების მანძილზე საქართველოში პოზიტიური იმიჯის პრობლემა ჰქონდათ.

მე კი გეტყვით, რომ სწორედ სამართლიანი მსაჯობა განაპირობებს კარგ და სამართლიან თამაშს. ამიტომ, მსაჯები არიან ის ადამიანები, ვინც საკუთარი პროფესიონალიზმითა და ძალისხმევით წარმოადგენენ წონიან მოთამაშეს.

მსაჯთა ინსტიტუტის განვითარება ჩვენთვის ერთერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და სწორედ ამიტომ მათი პროფესიონალიზმის ასამაღლებლად გვაქვს სხვადასხვა აქტივობები, მათ შორის  მსაჯთა აკადემია, რომელიც ქართულ ფეხბურთს ახალგაზრდა, განათლებული და პროფესიონალი კადრებით მოამარაგებს.

 

-ლევან კობიაშვილი