მოხალისეები
ჯერ კიდევ გერმანიაში მივხვდი, რომ მოხალისეები თანამედროვე სპორტის განუყოფელ ნაწილად იქცნენ. მოხალისეობრივი საქმე ძალიან დიდ როლს თამაშობს ფეხბურთის განვითარებაში და რაც ყველაზე მთავარია ისინი, საკუთარი სურვილით მონაწილეობენამღონისძიებებში. მიხარია, რომ მოხალისეობრივი კულტურა ჩვენ ქვეყანაში დღითიდღე იზრდება, ეს თანამედროვე მსოფლიოს განუყოფელი ნაწილი გახდა, მასში ჩართულნი არიან ასაკის, სქესის,სხვადასხვა საკითხზე შეხედულებების მიუხედავად და ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე საკმაოდ დიდ როლს ასრულებენ არსებული ინფრასტრუქტურის მოვლის, შენარჩუნებისა თუ ღონისძიებების დროს.
ჩვენი მიზანია, რომ შევქმნათ საფეხბურთო მოხალისეთა ერთიანი ბაზა, ადამიანების ერთობა, საზოგადოება, რომელიც ჩვენი ოცნების გუნდის ერთერთი ძლიერი მოთამაშე იქნება.
ამისათვის მზადება უკვე დაწყებულია – მოხალისეები აქტიურად გვეხმარებიან პირადად ჩემთვის ყველაზე საყვარელ პროექტში, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით გულისხმობს სოფლის სტადიონების განახლებას.
საბოლოო მიზანია, რომ მოხალისეები ძლიერ შეკრულ, გუნდურ მოთამაშედ ჩამოყალიბდნენ და გახდნენ არამხოლოდ არსებული პროექტების მნიშვნელოვანი მონაწილეები, არამედ ინიციატორები!
-ლევან კობიაშვილი