მედია
თანამედროვე ფეხბურთის განვითარებაში, მედიას და მითუმეტეს სპორტულ მედიას გამორჩეული ადგილი უკავია. ნებისმიერი საფეხბურთო აქტივობა, მნიშვნელობის გათვალისწინებით მედიის ყურადღების ცენტრშია და ეს ყველასთვის კარგად ნაცნობია. ყველას საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი, რამდენად მნიშვნელოვანია სწორი აქცენტებით, ობიექტური რეალობის მიწოდება მკითხველისადმი თუ მაყურებელისადმი. მედიის პირდაპირი მოვალეობა, მედიატორის როლი, განსაკუთრებით თვალსაჩინოა სპორტულ თემატიკასთან მიმართებაში.
ფეხბურთის ფედერაცია თავის ყველა პლატფორმის გამოყენებით ცდილობს მუდმივ კონტაქტზე მედიასთან და სწორი ინფორმაციის ოპერატიულ გავრცელებაში შეუწყოს ხელი. ის, რომ ონლაინ პლატფორმაზე მაყურებლების რიცხვი თანდათან იზრდება, იმის დასტურია, რომ ფედერაციის გეზი – შეიქმნას ღირებული საფეხბურთო მედია-პროდუქტი, სწორია.
მიმაჩნია, რომ მედია არის ძალა, რომლის გარეშეც, უბრალოდ ვერავის გავუზიარებთ წარმატებას და ვერავის მოვთხოვთ ობიექტურ და დასაბუთებულ კრიტიკას.
-ლევან კობიაშვილი