გულშემატკივრები

პროფესიული ფეხბურთის განვითარება, მასში გულშემატკივრის ჩართულობის გარეშე არაჯანსაღი პროცესია – გულშემატკივარი ნებისმიერი კლუბის ცხოვრებაში, არის იმის პირველი გარანტი, რომ ამ კლუბის თუ ნაკრები გუნდის ღირებულბები და პრინციპები დაცული იქნება.

გვაქვს მაგალითები, სადაც კლუბებს ფან-ორგანიზაციები და მათ მიერ არჩეული საბჭოები მართავენ. „ფეხბურთი ფანების გარეშე – არაფერია!“ ნათქვამი აქვს ცნობილ შოტლანდიელ მწვრთნელს – ბილ შენკლის და მართლაც ასეა, ფეხბურთელი პასუხისმგებლობას პირველრიგში გულშემატკივრის და ტრიბუნის წინაშე გრძნობს, მერე მოდის სხვა დანარჩენი!

 

-ლევან კობიაშვილი